საუდი პრო ლიგის 27-ე ტურში „ალ-ნასრმა“ „ალ ნაჯმა“ 5:2 დაამარცხა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ დუბლით დაბრუნდა.
პორტუგალიელს ტრავმა ჰქონდა, რის გამოც 28 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშა და მეტოქე ორჯერ დაამწუხრა. მან 56-ე წუთზე პენალტით ანგარიში 3:2 გახადა, ხოლო 73-ე წუთზე - 4:2.
რონალდუს კარიერაში უკვე 967 გოლი აქვს და მხოლოდ 33 გოლი აკლია 1000-გოლიან ნიშნულამდე. საუდის არაბეთის ჩემპიონატში მან მე-100 თამაში ჩაატარა, მიმდინარე სეზონში კი 23 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.
„ალ-ნასრი“ 70 ქულით პირველ ადგილზეა, 11 აპრილს კი „ალ-ოხდუდს“ ესტუმრება.







