კალათბურთი

12:10 | 4.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი და "ტორონტოს" გამარჯვება NBA-ში

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში „ტორონტო რეპტორსმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. კანადურმა გუნდმა სტუმრად „მემფის გრიზლი“ 32-ქულიანი სხვაობთ, 128:96 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ზედიზედ მეშვიდე შეხვედრაში მინიმუმ 10 ქულას ჩააგდო. ქართველმა კალათბურთელმა 21 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან 4-და 1 სამქულიანი, 1-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო მიითვალა.

გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო არჯეი ბარეტი იყო, რომელმაც 25 ქულისთან ერთად 4 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე გუნდებს ხუთი მატჩი რჩებათ. „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 43 მოგებითა და 34 მარცხით მეექვსე ადგილზეა და პლეიოფში პირდაპირ მოხვედრისთვის იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162491