საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა, ბულგარეთში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე, პირველი მატჩი ჩაატარა და მეტოქეს, 3 უპასუხო გოლით - 3:0 სძლია.
სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრაში, ანგარიში მე-15-ე წუთზე ჯუმბერ დუმბაძემ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის 56-ე და 67-ე წუთებზე თავი დუბლით ნიკოლოზ სახვაძემ გამოიჩინა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი, შემდეგ მატჩს ორშაბათს, 6 აპრილს, 16:00 საათზე, მასპინძელი ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.







