ჩინეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში „შანდონ ტაიშანი“ „დალიან ინგბოსთან“ დამარცხდა, მაგრამ ვაკო ყაზაიშვილმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
„შანდონი“ 0:2 ჩამორჩა, რასაც 73-ე წუთზე ვაკომ ძალიან ეფექტური გოლით უპასუხა, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა - 1:2. ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.
„სამწუხაროა, რომ რამდენიმე შანსი გავუშვით ხელიდან, მაგრამ მაინც მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, როგორც ყოველთვის. დიახ, კრეჟანი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და დღეს ის გვაკლდა, ეს საბაბი არ არის. ასეთი თამაშები უნდა მოვიგოთ. გავაგრძელებთ, ვიბრძოლებთ და კარგი შედეგებიც მოვა. არა, არ ვფიქრობ, რომ სეზონი კარგად დავიწყე. ბევრი შანსი მქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენე. მიხარია, რომ დღეს გავიტანე გოლი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ძალიან იმედგაცრუებული ვარ წაგებით. ეს უბრალოდ გოლი იყო, მაგრამ სხვა არაფერი. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ წავაგეთ“, - აღნიშნა ვაკომ მატჩის შემდეგ.
„შანდონ ტაიშანი“ უქულოდ მე-11 ადგილზეა. საქმე ისაა, რომ ოთხ ტურში 6 ქულა მოიპოვა, რომელიც დააკლეს, შესაბამისად, 0 ქულა აქვს, თუმცა ხუთ გუნდს მაინც უსწრებს, რადგან ისინი ჯერ კიდევ მინუს ბალანსში არიან.







