ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია.
ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში გერმანელი ლენარ-ჟან სტრუფი ორ სეტში, 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 11 წუთს გაგრძელდა.
ნიკოლოზმა 4 ეისი მიითვალა და ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა. ასევე ჰქონდა 19 ვინერსი და 23 უნებლიე შეცდომა.
მონტე კარლოს ტურნირის კვალიფიკაციის ფინალში ბასილაშვილი 5 აპრილს, ჩილელ კრისტიან გარინს შეხვდება.







