„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ასოციაციის თასზე „მანჩესტერ სიტისთან“ განადგურების (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„შედეგი თავისთავად ყველაფერს ამბობს. ეს წარმოუდგენელი იმედგაცრუებაა. წაგება უკვე იმედგაცრუებაა, 0:4 წაგება და ისიც ასოციაციის თასის მეოთხედფინალში იმ გუნდის წინააღმდეგ, რომლის წინააღმდეგაც "ლივერპულმა" ბევრჯერ შესანიშნავი თამაში ჩაატარა, რა თქმა უნდა, დიდი იმედგაცრუებაა. 20 წუთი, როდესაც ოთხი გოლი გავუშვით, ჩვენს სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.
მომეწონა ჩვენი პირველი 35 წუთი, მაგრამ შემდეგ დაცვაში გაცილებით უკეთ უნდა გვეთამაშა. ძალიან იმედგაცრუებული ვართ, არა მხოლოდ გავარდნით, არამედ თამაშითაც. კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება ჩვენი მხრიდან“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ მომდევნო მატჩს 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩაატარებს.





