ფეხბურთი

20:16 | 4.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალი“ ლა ლიგის მატჩში „მალიორკასთან“ დამარცხდა

ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩი, „მალიორკასა“ და მადრიდს „რეალს“ შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მატჩის პირველი გოლი 41-ე წუთზე „მალიორკას“ ნახევარმცველმა მანუ მორლანესმა გაიტანა. 88-ე წუთზე სტუმართა მცველმა ედერ მილიტაომ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 90+2 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა ვედატ მურიკიმ ანგარიში 2:1 გახადა.

ესპანეთის ჩემპიონატის 30 ტურის შემდეგ, „რეალს“ 69 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. „მალიორკამ“ გავარდნის ზონას თავი დააღწია და 31 ქულით მე-15 ადგილზეა.

შემდეგ რაუნდში ალვარო არბელოას გუნდი 10 აპრილს საკუთარ მოედანზე „ჟირონას“ დაუპირისპირდება, ხოლო 12 აპრილს „მალიორკა“ „რაიო ვალეკანოს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159846