„ლივერპული“ ასოციაციის თასის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ 0:4 დამარცხდა.
ეს მარცხი მერსისაიდელებისთვის ამ სეზონში ყველა შეჯიბრში მე-15 იყო. Opta Sports-ის ცნობით, ეს „ლივერპულის“ ყველაზე ცუდი შედეგია 2014/15 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც მათ 18 მარცხი განიცადეს.
„ლივერპული“ გამოეთიშა ასოციაციის თასის გათამაშებას. მერსისაიდელები ასევე გამოეთიშნენ ინგლისის ლიგის თასსაც მერვედფინალში. არნე სლოტის გუნდი 31 მატჩის შემდეგ 49 ქულით პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზეა.







