თურქეთის სუპერლიგის 25-ე ტურში „ტრაბზონსპორმა“ სტუმრად „ტოფაში“ ძალიან ადვილად, 91:71 დაამარცხა, ხოლო მარკის რიდი საუკეთესო იყო.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 34 წუთში 22 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. რიდმა 12-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მარკისი ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო.
„ტრაბზონსპორი“ 17 მოგებით და 8 წაგებით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 12 აპრილს, „პეტკიმსპორს“ უმასპინძლებს.







