ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ოსკარმა, რომელიც „სან პაულუში“ თამაშობდა, 34 წლის ასაკში კარიერა დაასრულა, ამის შესახებ „სან პაულუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გახდა ცნობილი.
„მინდოდა „სან პაულუსთვი“ს მეტი გამეკეთებინა და თამაშის გაგრძელებას ვგეგმავდი. ვფიქრობ, მქონდა როგორც საფეხბურთო ნიჭი, ასევე შესაფერისი ასაკი კარიერის გასაგრძელებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მოხდა. ახლა კარიერის დასრულებას ვგეგმავ და „სან პაულუს“ მხარდაჭერას.“
„სან პაულუში“ ვასრულებ კარიერას, რომელმაც მსოფლიოს მრავალ ადგილას მიმიყვანა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მათი მუდმივი სიყვარულისთვის, „სან პაულოს“ ყველა გულშემატკივარს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ ჩემი დაბრუნების შემდეგ და ამ რთულ პერიოდში, რომელსაც ამჟამად გავდივარ“, - უთხრა ოსკარმა ბრაზილიური კლუბის პრესსამსახურს.
11 ნოემბერს, ფეხბურთელმა სავარჯიშო ცენტრში სამედიცინო შემოწმების დროს გონება დაკარგა, რის შემდეგაც მას გულის პრობლემები დაუდგინდა.
ოსკარი „ჩელსიში“ 2012 წლიდან 2017 წლამდე თამაშობდ და ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მან ლონდონურ კლუბთან ერთად პრემიედრლიგა მოიგო. ის „სან პაულუს“ ახალგაზრდული სისტემის აღზრდილია.







