ფეხბურთი

22:18 | 4.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა „პორტ ვეილს“ და ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში გავიდა

ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალური მატჩი „ჩელსისა“ და „პორტ ვეილს“ შორის ლონდონელთა გამარჯვებით 7:0 დასრულდა.

ამ თამაშში ანგარიში მეორე წუთზე ჯორელ ჰატომ გახსნა, 25-ე წუთზე ჟოაო პედრომ გუნდის უპირატესობა გააორმაგა, ხოლო 42-ე წუთზე ჯორდან გაბრიელმა ავტოგოლი გაიტანა. ტოსინ ადარაბიოომ 56-ე წუთზე გამოიჩინა თავი, ანდრეი სანტოსმა კიდევ ერთი გოლი 69-ე წუთზე დაამატა, ხოლო ესტევაომ ლონდონელებისთვის მეექვსე გოლი 82-ე წუთზე გაიტანა. ალეხანდრო გარნაჩომ პენალტი 90+2 წუთზე გაიტანა.

ნახევარფინალური მატჩების წილისყრა 5 აპრილს გაიმართება. ამ ეტაპის მატჩები 25 და 26 აპრილს გაიმართება. მოქმედი გამარჯვებულია „კრისტალ პალასი“, რომელმაც ფინალში „მანჩესტერ სიტი“ 1:0 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157625