ფეხბურთი

22:36 | 4.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

„დორტმუნდმა“ სტუმრად დაამარცხა „შტუტგარტი,“ დორტმუნდელებმა ორივეჯერ 90 წუთის შემდეგ გაიტანეს

გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „შტუტგარტმა“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმსპინძლა და 0:2 დამარცხდა.

სტუმრებმა ორივე ბურთი დამატებულ წუთებზე გაიტანეს. კარიმ ადეიემიმ გოლი 90+4 წუთზე შეაგდო, რასაც მოჰყვა იულიან ბრანდტის შედეგიანი დარტყმა 90+6 წუთზე.

ამ თამაშის შემდეგ, „შტუტგარტი“ გერმანიის უმაღლეს ლიგაში 53 ქულით მეოთხე ადგილზეა. „დორტმუნდი“ 64 ქულით მეორეზე.

შემდეგ რაუნდში „შტუტგარტი“ 12 აპრილს „ჰამბურგს“ უმასპინძლებს, ხოლო „ბორუსია“ 11 აპრილს საკუთარ მოედანზე „ლევერკუზენს“ დაუპირისპირდება.

გერმანია. ბუნდესლიგა. 28-ე ტური. 4 აპრილი: ჰოფენჰაიმი - მაინცი 1:2, ფრაიბურგი - ბაიერნი 2:3, ჰამბურგი - აუგსბურგი 1:1, ვერდერი - ლაიპციგი 1:2, გლადბახი - ჰაიდენჰაიმი 2:2, ლევერკუზენი - ვოლფსბურგი 6:3, შტუტგარტი - დორტმუნდი 0:2

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092554