საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურში „სენტ ეტიენი“ „ნანსისთან“ მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა.
„ნანსი“ მეექვსე წუთზე დაწინაურდა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებს გათანაბრების შანსი მიეცათ, მაგრამ ქართველმა შემტევმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ზუსტად ვერ დაარტყა, მეკარემ დარტყმა მოიგერია. ზურიკო 68-ე წუთზე შეცვალეს.
„სენტ ეტიენი“ მარცხისგან ლუკა სტასენმა იხსნა, რომელმაც 97-ე წუთზე აღადგინა წონასწორობა და ფრე 1:1.
ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 12 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ლიდერს, „ტრუას“ ფეხბურთელ ტაფიკ ბენტაიებს სამი გოლით ჩამორჩება. მას ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც აქვს.
„სენტ ეტიენი“ 54 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 11 აპრილს, „დიუნკერკს“ უმასპინძლებს.





