ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 30-ე ტურის მატჩი მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ შორის კატალონიელთა გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.
პირველი გოლი „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ჯულიანო სიმეონემ გაიტანა 39-ე წუთზე. სტუმართა შემტევმა მარკუს რეშფორდმა ანგარიში 42-ე წუთზე გაათანაბრა.
შემდეგ „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა ნიკოლას გონსალესმა ლამინ იამალის მიმართ უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო და 45+7-ე წუთზე გააძევეს მოედნიდან. მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა VAR-ის გადახედვის შემდეგ „ბარსელონას“ მცველის, ჟერარ მარტინის გაძევება გააუქმა.
საბოლოო წერტილი კი „ბარსელონას“ პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ 87-ე წუთზე დასვა - 2:1.
ესპანეთის ლიგის 30 ტურის შემდეგ, „ბარსელონას“ 76 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს. „ატლეტიკო“ 57 ქულით მეოთხე ადგილზეა.
ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. 30-ე ტური. 4 აპრილი: სოსიედადი - ლევანტე 2:0, მალიორკა - რეალ მადრიდი 2:1, ბეტისი - ესპანიოლი 0:0, ატლეტიკო - ბარსელონა 1:2.





