ფეხბურთი

10:27 | 5.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გადრანის გოლი ისრაელის ჩემპიონატში

ისრაელის ჩემპიონატის 25-ე ტურში იერუსალიმის „ბეითარმა“ „ირონი“ 3:2 დაამარცხა, ხოლო ლუკა გადრანმა გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრებში დებიუტის შემდეგ ლუკამ გუნდში შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი 73-ე წუთზე დალაშქრა, რითაც ანგარიში 1:2 გახადა და თავისი გუნდის ქამბექს სათავე დაუდო. საბოლოოდ, „ბეითარმა“ კიდევ ორჯერ გაიტანა და მოიგო. გადრანს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელაც საგოლე პასი გააკეთა.

„ბეითარი“ ისრაელის“ ჩემპიონატში 54 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერს, „ჰაპოელ ბეერ შევას“ ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში 11 აპრილს, იერუსალიმის „ჰაპოელს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165887