ფეხბურთი

11:05 | 5.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კლინსმანი: "იამალი იტალიელი რომ იყოს, გამოცდილების მისაღებად სერია B-ში ათამაშებდნენ"

ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი იურგენ კლინსმანი იტალიის ნაკრების კრიზისს გამოეხმაურა.

როგორც მან თქვა, ლამინ იამალს და ჯამალ მუსიალას იტალიელები რომ იყვნენ, გამოცდილების მისაღებად სერია B-ში ათამაშებდნენ:

„ლოს ანჯელესში, ჩემს იტალიელ მეგობრებთან ერთად ბევრი ვინერვიულე. მეორე ღამეს დაძინება გამიჭირდა. იტალიას ლიდერი აკლია, ასევე, ფეხბურთელი, რომელსაც მეტოქის მოტყუება შეუძლია და ახალგაზრდებს თავდაჯერება აკლიათ.

იტალიაში იამალს და მუსიალას გამოცდილების მისაღებად ალბათ, სერია B-ში გაგზავნიდნენ. ბევრი მწვრთნელი გამარჯვებისთვის კი არა, არწასაგებად მუშაობს და შედეგებიც ეს არის“, - აღნიშნა კლინსმანმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს ზედიზედ მესამედ გამოტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170021