ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს ტურნირის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა.
ქართველი ჩოგბურთელი კვალიფიკაციის ფინალში ჩილელ კრისტიან გარინთან 5:7, 0:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 23 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილი პირველ სეტში 5:2-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ ჯერ პირველ სეტში მიჯრით 5 გეიმი წააგო, ხოლო მეორე სეტში 6. მთლიანობაში, პირველ სეტში 5:2 დაწინაურების შემდეგ მან ზედიზედ 11 გეიმი დათმო და მარცხიც განიცადა.
ქართველმა 5 ეისი მიითვალა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. გარდა ამისა, 11 ვინერსი და 30 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში ამჟამად 129-ე ადგილზეა.







