სხვა

16:00 | 5.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ამხანაგური ტურნირის, Danube Cup 2026-ის გამარჯვებულია.

შოთა ჩომახიძის გუნდმა ბოლო მატჩი სლოვაკეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში, 18:16 მოიგო. ვალიკო დადვანმა 2 გოლი გაიტანა, ნიკა შუშიაშვილმა 4, დუშან ვასიჩმა 3, ხვიჩა ჯახაიამ 2, გიორგი მესხმა 3, ბესარიონ ახვლედიანმა 1, შტეფან პიეშივაცმა 1 და ანდრია ვლაჰოვიჩმა 2.

საქართველოს ნაკრებმა მანმდე ავსტრალია 17:9 და კანადა 17:11 დაამარცხა.

რევაზ ჩომახიძის გუნდი მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება, რომლის ეგიდით ჯგუფურ ეტაპზე 7-9 აპრილს, თურქეთს, ბრაზილიასა და სლოვენიას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095597