იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, პაოლო მალდინიმ იტალიის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა ზედიზედ მესამედ დარჩენის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ფეხბურთელებში ვერ ხედავს სურვილს, რომ ეროვნული ნაკრებისთვის ყველაფერი გაიღონ.
„მსოფლიოს ჩემპიონატის ერთხელ გამოტოვება განგაშის ზარია. მეორედ კრიზისია, მაგრამ ზედიზედ სამჯერ სრული კრახია. ვეღარ ვხედავ ფეხბურთელებში იმავე შიმშილს. ვერ ვხედავ მოთამაშეებს, რომლებიც მზად არიან ყველაფერი გასცენ ეროვნული ნაკრებისთვის. სიამაყე, პასუხისმგებლობა და იდენტობა აკლია“, - თქვა მალდინიმ, რომელსაც იტალიის ნაკრებში 126-ჯერ უთამაშია და მხოლოდ ჯიჯი ბუფონსა (176) და ფაბიო კანავაროს (136) ჩამორჩება.
პაოლო მალდინი განიხილება იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტად, ან უარეს შემთხვევაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ასევე, გაიჟღერა ცნობამ, რომ ის მზაობას გამოთქვას ფედერაციაში დასაქმებაზე.
გარდა ამისა, იტალიაში განიხილავენ, რომ ალესანდრო დელ პიეროც ჩართონ მნიშვნელოვან თანამდებობაზე.





