ფეხბურთი

18:17 | 5.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯენტილე: "მარიონეტი თუ არ ხარ, იტალიური ფეხბურთის სისტემაში ვერ იმუშავებ"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა კლაუდიო ჯენტილემ იტალიური ფეხბურთის სისტემის მანკიერ მხარეებზე ხმამაღლა ისაუბრა.

როგორც მან თქვა, როცა ის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იყო, აგენტები ცდილობდნენ მისთვის მუშაობაში ხელის შეეშალათ და მათი მითითებით ის ფეხბურთელები გამოეძახებინა, რომლებსაც ისინი ეტყოდნენ.

„ჩემთვის ეს ყველაფერი მტკივნეულია. ეროვნული ნაკრების მუდმივმა მარცხმა წაშალა ის, რასაც ყველამ მივაღწიეთ. ეს ყველასთვის ლაქაა. სისტემა უნდა შეიცვალოს, არა მხოლოდ რამდენიმე სახელით. ფედერაცია მთლიანად უნდა განახლდეს, მწვრთნელებს თავისუფლება უნდა ჰქონდეთ.

გუნდებში ყველაფერს აგენტები წყვეტენ, ეროვნულ ნაკრებშიც. როდესაც 21-წლამდე ნაკრებში ვმუშაობდი, ფულით სავსე ჩანთით მომივიდნენ და მითხრეს, რომ ჩემი იქნებოდა, თუ იმ ფეხბურთელებს გამოვიძახებდი, ვისაც ისინი მეტყოდნენ. ვუპასუხე, რომ წასულიყვნენ, თორემ პოლიციას დავურეკავდი. ევროპის ჩემპიონები გავხდით და ოლიმპიადაზე მედალი მოვიგეთ, რაზეც ვერც ვიოცნებებდი, ახალგაზრდული ნაკრებიდან 8 ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში მოხვდა, კარგად ვმუშაობდი, მაგრამ საბოლოოდ, სამსახურიდან გამიშვეს. თუ მარიონეტი არ ხარ, იტალიური ფეხბურთის სისტემაში ვერ იმუშავებ“, - აღნიშნა ჯენტილემ.

კლაუდიო ჯენტილემ იტალიის ნაკრბეში 1975-1984 წლებში 71 მატჩი ჩაატარა და 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო იტალიის 21-წლამდე ნაკრებს 2000-2006 წლებში ხელმძღვანელობდა, რომელსაც 2004 წელს ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088624