ფეხბურთი

20:34 | 5.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

დეზირე დუე: "ვიცით, რისი გაკეთება შეგვიძლია, ჩემპიონთა ლიგის კიდევ მოგება გვინდა"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა დეზირე დუემ განაცხადა, რომ წელს ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება სურს.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის კრიტიკაც მისაღებია და როცა პსჟ-ში თამაშობ, ეს ბუნებრივი მდგომარეობაა:

„კრიტიკა ფეხბურთის ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პსჟ-ში თამაშობ. საფრანგეთში, თუ საუკეთესოდ არ თამაშობ, ეს მაშინვე ჩნდება. თვითანალიზი აუცილებელია. ზოგიერთი კრიტიკა გაუმჯობესებაში გეხმარება - უნდა იცოდე, როგორ გამოიყენო ის.

აქამდე არასდროს მიმიღია ასეთი ტრავმა. მაგრამ ახლა 100%-ით ფორმაში ვარ. ვიცით, რისი გაკეთება შეგვიძლია. შეგვიძლია კვლავ გავიმარჯვოთ და ისტორია დავწეროთ. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, იმედი მაქვს, იქ ვიქნები, ეს ოცნება იქნება. მესამე ვარსკვლავი გვინდა“, - თქვა დუემ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.154959