კალათბურთი

22:20 | 5.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 13-ქულიანი მატჩი ესპანეთში

„ბარსელონამ“ ლიგა ენდესას 25-ე ტურში სტუმრად „სარაგოსა“ 92:86 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

„ბარსამ“ პირველ ტაიმში შეძლო 11-ქულიანი უპირატესობის მოპოვება, რაც შემდეგ ხელიდან არ გაუშვია.

თორნიკე შენგელიამ 20 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 3 საჯარიმო და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.

„ბარსელონა“ 17 მოგებით და 8 წაგებით მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 12 აპრილს, „ბილბაოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.155404