ესპანეთის პრიმერა FEB-ის 28-ე ტურში გიორგი კორსანტიას „გიპუზკოამ“ სტუმრად „მელილიასთან“ უშანსოდ, 54:73 წააგო.
თუმცა, ქართველ კალათბურთელს ურიგო თამაში არ ჰქონდა - 20 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. კორსანტიამ 4-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, შესაბამისად, შეტევაში უშეცდომო იყო.
„გიპუზკოა“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა, რის შედეგადაც 15 გამარჯვების და 11 მარცხის ბალანსით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 11 აპრილს, „ალიკანტეს“ ესტუმრება.







