ფეხბურთი

23:32 | 5.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ასოციაციის თასის ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ინგლისის ასოციაციის თასზე ბოლო ნახევარფინალისტი გაირკვა: „ლიდს იუნაიტედმა“ „ვესტ ჰემი“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.

„ლიდსი“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში „ჩაქუჩებმა“ ორჯერ გაიტანეს და გაათანაბრეს. საბოლოოდ, ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელიც „იორკშირელებმა“ მოიგეს და 39-წლიანი პაუზის შემდეგ ამ ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ.

გაიმართა წილისყრაც და ნახევარფინალისტები ასე დაწყვილდნენ:

„ჩელსი“ – „ლიდსი“

„მანჩესტერ სიტი“ – „საუთჰემპტონი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162029