ფეხბურთი

11:02 | 6.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე: "ფეხბურთში ყველაზე მარტივი ცენტრალური მცველის პოზიციაა"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა კილიან მბაპემ ჟურნალისტებთან საუბარში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. ფრანგმა შემტევმა აღიარა, რომ დაცვით ფაზაში ყოველთვის აქტიური არ არის, თუმცა მის ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„მე ვარ მოთამაშე, რომელიც ნაკლებად იცავს, და ეს შეიძლება პრობლემა იყოს. მართალია, ნაკლებს ვაკეთებ, მაგრამ როცა ამას ვაკეთებ, ეს ნამდვილად გავლენას ახდენს გუნდზე. ამ ყველაფრის გამო ხშირად მაკრიტიკებენ და ზოგჯერ ეს ყველაფერი ძალიან მაწუხებს.

მბაპემ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რომელი პოზიცია მიაჩნია ფეხბურთში ყველაზე მარტივად: „ფეხბურთში ყველაზე მარტივი პოზიცია? ჩემი აზრით, ეს ცენტრალური მცველია, რადგან შენ ყველა მხრიდან ხარ დაფარული, შეგიძლია სამ მცველიან სისტემაშიც ითამაშო. ეს ერთადერთი პოზიციაა, სადაც ხედავ 40 წლის ბიჭებს, რომლებიც ჯერ კიდევ ევროპაში არიან და ტოპ გუნდებში თამაშობენ. ჩემი აზრით 40 წლის თავდამსხმელი უკვე დასრულებულია", - განაცხადა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 38 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09429