მადრიდის "რეალის" შემტევი ვინისიუს ჟუნიორი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ფიგურა გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ბრაზილიელის შეძენით პრემიერლიგის გრანდები ინტერესდებიან.
ცნობილი ბრიტანული გამოცემის TEAMtalk-ის ინფორმაციით ვინისიუსის დამატება "სიტის", "მანჩესტერს", "ჩელსის" და "არსენალს" სურს და მის სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან.
ვინისიუსს "რეალთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მხარეები ჯერაც ვერ ახერხებენ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას. ეს ყველაფერი კი ზრდის იმის ალბათობას, რომ ბრაზილიელმა ზაფხულში კლუბი შეიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი "რეალის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სეზონში 44 მატჩი აქვს ჩატარებული და ტავი 17 გოლითა და 13 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





