ფეხბურთი

12:42 | 6.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

თემურ მიქელაძე: "დღევანდელი მატჩი ძალიან იმედისმომცემი იყო, ჩვენ უკვე ვიცით როგორი გუნდი უნდა ავაშენოთ"

"ბათუმის დინამოს" მფლობელი თემურ მიქელაძე "სპაერთან" მოგებული 4:1 მატჩის შემდეგ გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა. აღნიშნული მომენტის ვიდეომასალა დღეს კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს დავინახე ყველა ამ ადამიანის შრომის შედეგი. დღეს მოედნის ყველა მონაკვეთში ვიბრძოდით და ჩვენ უკვე ვიცით, როგორი გუნდი უნდა ავაშენოთ. ეს არის გუნდი, რომელიც ბრძოლებს ყოველი სანტიმეტრისთვის და მნიშვნელობა არ აქვს თუ რა ანგარიშია, იბრძვის ყოველთვის მოგებისთვის. დღეს იყო ეს გუნდი და ეს მატჩი ძალიან იმედისმომცემია, დღეს უკვე სხვა გეგმები გვაქვს და მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მინდა, რომ გქონდეთ ჩვენი იმედი, რადგან თქვენი ყოველი ასეთი გაელვება იქნება დაფასებული ჩვენი მხრიდან უმაღლეს დონეზე, ამის პირობას გაძლევთ. მთავარი არის ერთი რაღაც, უნდა ვიბრძოლოთ. ყველაფერი მოსულა, წაგებაც მოსულა, ფრეც მოსულა, მოგება ხო ძაან მაგარია, მაგრამ უბრალოდ არ მოსულა ბრძოლისა და ჯიგრის გარეშე თამაში. დღეს იყო ის დღე, როდესაც ყველამ იბრძოლეთ ბოლომდე და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის", თქვა მიქელაძემ.

ცნობისთვის, ეროვნულ ლიგაში "ბათუმის დინამოს" ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო მატჩს 7 აპრილს სტუმრად "რუსთავის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.194838