ლონდონის "ჩელიმ" ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და როგორც მედიაში აქტიურად იწერება "არისტოკრატები" პირველი ტრანსფერის გაოფიციალურებასთან ახლოს არიან.
ცნობილი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს თქმით "ჩელსი" აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს "სტრასბურის" 21 წლის არგენტინელ ნახევარმცველ ვალენტინ ბარკოსთან, რომელმაც უკვე განაცხადა თანხმობა ტრანსფერზე. ეს ყველაფერი „ჩელსის“ აძლევს საშუალებას ნებისმიერ დროს დაასრულოს გარიგება. აღსანიშნავია, რომ ორივე კლუბი ერთსა და იმავე მფლობელობაშია, რაც მოლაპარაკებებს კიდევ უფრო ამარტივებს.
როგორც რომანო აცხადებს, აღნიშნული ტრანსფერის გაოფიციალურება უბრალოდ დროის საკითხია.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ვალენტინ ბარკო "ბოკა ხუნიორსის" აღზრდილია და კარიერის განმავლობაში "სევილიასა" და "ბრაიტონშიც" უთამაშია. მას მიმდინარე სეზონში 38 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და ტავი 3 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





