ბრაზილიური გამოცემა GLOBO-ს ჟურნალისტი ანდრე ლოფრედო ნეიმარის შესახებ საინტერესო სიახლეს ავრცელებს. მისი მტკიცებით ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მის მსოფლიო ჩემპიონატზე წაყვანას არ განიხილავს.
"ანჩელოტი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იმ ფეხბურთელებს გამოიძახებს, რომლებიც კონკრეტულ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში იქნებიან. მას არ ესმის რატომაა ნეიმარის ირგვლივ ასეთი ამბები. ხალხი ნეიმარის მსოფლიო ჩემპიონატზე წაყვანას მისი წარსულით ითხოვს, რაც ვფიქრობ არასწორია.
ანჩელოტი ნეიმარის მსოფლიო ჩემპიონატზე წაყვანაზე არც კი ფიქრობს, ეს იტალიელის გეგმებში საერთოდ არ შედის", - ამბობს ლოფრედო.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარს ბრაზილიის მიმდინარე ჩემპიონატში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.







