"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ "ინტერთან" წაგებული 2:5 მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და თავისი გუნდის თამაში შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის აზრით ჩალჰანოღლუს გოლმა მატჩზე დიდი გავლენა იქონია.
"მატჩის სტარტი მძიმე გამოვიდა, არიყო მარტივი პირველივე წუთზე გოლის გაშვება, თუმცა შემდეგ თამაში დაბრუნება მაინც მოვახერხეთ და ვთვლი, რომ კარგი "რომა" ვიხილეთ. მატჩზე დიდი გავლენა ტაიმის მიწურულს გაშვებულმა გოლმა მოახდინა, ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად გატეხილნი იყვნენ. მესამე გაშვებულმა გოლმა კი ყველაფერი დაასრულა, ამის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა. ვფიქრობ საბოლოო ანგარიში არ ასახავს რეალობას, რადგან ჩვენ კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. მართალია ახლა ცხრილში ჩამორჩენა გვაქვს, მაგრამ შედეგებს აუცილებლად გამოვასწორებთ", - განაცხადა გასპერინიმ.
შეგახსენებთ, რომ „რომა“ 54 ქულით სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მეექვსე ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე "პიზას" უმასპინძლებს.





