ფეხბურთი

15:41 | 6.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიუნხენის "ბაიერნს" ჰარი კეინი დაუბრუნდა

მიუნხენის "ბაიერნის" 32 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ჰარი კეინი გამოჯანმრთელდა და მან გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიშიც ჩაატარა.

ინგლისელი ფორვარდი დღეს გუნდთან ერთად მადრიდში გაემგზავრება. ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა კეინი ხვალინდელ მატჩში ძირითადში, ამას გუნდის მთავარი მწვრთნელი ვინსენტ კომპანი სამედიცინო შტაბთან ერთად ბოლო ვარჯიშის შემდეგ მიიღებს.

ჰარი კეინმა კოჭის ტრავმა ინგლისის ნაკრების ვარჯიშზე მიიღო, რის გამოც ნაკრების ამხანაგური მატჩებისა და ბუნდესლიგის ერთი შეხვედრის გამოტოვება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩი "რეალსა" და "ბაიერნს" შორის ხვალ 7 აპრილს 23:00 საათზე გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი 15 აპრილს არის ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156729