ფეხბურთი

16:47 | 6.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო არბელოა: ""ბერნაბეუ" კიდევ ერთი დიდებული ჩემპიონთა ლიგის ღამისთვის მზად არის"

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც მისი გუნდის მეტოქე მიუნხენის "ბაიერნი" იქნება.

"ბაიერნი" ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია, როგორც შეტევაში ისე დაცვაში. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მათი თამაში დაცვაში, სადაც მტელი გუნდი თავს იცავს, შემდეგ კი, როცა ბურთი აქვთ, ფლანგებზე ქმნიან მომენტებს თავიანთი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელებით. ვფიქრობ, კომპანის სრულად ეკუთვნის ის ქება, რასაც იღებს, რადგან "ბაიერნში" შესანიშნავ საქმეს აკეთებს. ჩვენი ისტორია ბაიერნთან ყოველთვის განსაკუთრებულია, ასე რომ "ბერნაბეუ" კიდევ ერთი დიდებული ჩემპიონთა ლიგის ღამისთვის მზად არის.

ყველაფრის გათვალისწინებით ვიცი, რომ თავში ყველანაირი სცენარი უნდა წარმოვიდგინოთ, თუმცა ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების გარდა სხვა ვერაფერზე ვფიქრობთ. ჩვენ ახლა ერთი მიზანი გვაქვს და ეს "ბაიერნის" დამარცხებაა", - განაცხადა არბელოამ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩი "რეალსა" და "ბაიერნს" შორის ხვალ 7 აპრილს 23:00 საათზე გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი 15 აპრილს არის ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171901