ფეხბურთი

18:00 | 6.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლი: საქართველო ბულგარეთთან დაზავდა

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა სოფიაში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე მეორე მატჩი ჩაატარა და მასპინძელ ბულგარეთთან დაზავდა.

არადა, გიორგი ჩიტაურის გუნდი ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. მე-10 წუთზე ანგარიში თორნიკე კვარაცხელიამ გახსნა. ხვიჩა კვარაცხელიას ძმამ საჯარიმოში შესანიშნავად იმოქმედა და ულამაზესი გოლით საქართველო დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს ნიკოლოზ სახვაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. საგოლე პასი კვარაცხელიას აქტივშია, რომელსაც შესანიშნავი ტურნირი აქვს - ორ მატჩში 1 გოლი და 3 ასისტი. სახვაძის აქტივში 3 გოლია.

თუმცა, მეორე ტაიმში ბულგარეთმა გაათანაბრა. ტაიმის დასაწყისში ალექსანდრ სირაკოვმა შეამცირა ჩამორჩენა, ბოლო, მეოთხე კომპენსირებულ წუთზე კი დუბლი შეასრულა და ფრე 2:2. გარდა ამისა, ბულგარეთმა 0:1-ზე პენალტიც ვერ გაიტანა.

რეგლამენტის თანახმად, პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც ბულგარეთმა 5:3 მოიგო და სატურნირო ცხრილში 2 ქულა შეემატა, ხოლო საქართველოს - 1.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მანამდე პირველ ტურში სამხრეთ აფრიკა 3:0 დაამარცხა, შესაბამისად, ორ ტურში 4 ქულა აქვს, ბოლო მატჩს კი, 8 აპრილს, კოსოვოსთან გამართავს.

ბულგარეთი - საქართველო 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 კვარაცხელია (10), 0:2 სახვაძე (42), 1:2 სირაკოვი (46), 2:2 სირაკოვი (90)

საქართველო: მეტონიძე, კობზონაძე, თომაევი, ფოცხვერია, ხარაზი, კაკულია, დუმბაძე, მაჭარაშვილი, ჩიქოვანი, კვარაცხელია (დგებუაძე 73), სახვაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088493