ფეხბურთი

18:31 | 6.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ებერლი: "კეინმა ყველაფერი გააკეთა, რომ "რეალთან" თამაში შეძლებოდა"

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა ჰარი კეინის მდგომარეობაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ინგლისელი ფორვარდი მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა, დანარჩენს კი მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი გადაწყვეტს:

„ჰარი კეინმა ყველაფერი გააკეთა, რომ „რეალის“ წინააღმდეგ თამაში შეძლებოდა. მან ბოლო ვარჯიშშიც მიიღო მონაწილეობა. ხვალ იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში, ეს ვენსანის გადასაწყვეტია. ის გუნდშია და თავს კარგად გრძნობს“, - თქვა ებერლმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბაიერნის“ მატჩი 7 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება. კეინს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში 48 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162681