ფეხბურთი

19:10 | 6.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ჟოაო კანსელოს გამოსყიდვაზე მუშაობს

„ბარსელონას“ ჟოაო კანსელოს გამოსყიდვა სურს. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, კლუბმა ამ სურვილის შესახებ ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშს უკვე აცნობა.

პორტუგალიელსაც დარჩენა სურს, რადგან ის „ბარსელონას“ გულშემატკივარია და კლუბში ბედნიერია. ტრანსფერის ფორმულასა და სტრუქტურაზე „ალ-ჰილალთან“ მოლაპარაკებები გრძელდება.

ჟოაო კანსელო „ბარსელონაში“ იანვარში იჯარით დაბრუნდა და დღემდე 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091797