ფეხბურთი

21:24 | 6.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბოსნიის ნაკრების მეკარე: "დონარუმას საქციელი არასპორტული იყო"

ბოსნიის ნაკრების მეკარე ნიკოლა ვასილიმ ჯანლუიჯი დონარუმასთან კონფლიქტზე ისაუბრა, რომელიც იტალიის ნაკრებთან მატჩის პენალტების სერიაში მოხდა.

დონარუმას ბოსნიელი მეკარისთვის იმ ფურცლის მოპარვა სურდა, რომელზეც იტალიელი პენალტისტების შესახებ ინფორმაცია ეწერა. ვასილიმ აღნიშნა, რომ დონარუმა არასპორტულად მოიქცა.

„სცადა იმ ფურცლის წართმევა, რომელზეც იტალიელი პენალტების შემსრულებლების შესახებ ინფორმაცია დავწერე, მაგრამ სამწვრთნელო შტაბს ასლი ჰქონდა. კარგად მოვემზადეთ ნებისმიერი სიტუაციისთვის. არ ვიცოდი, რომ სათადარიგოთა სკამზე მეორე ფურცელიც ჰქონდათ. გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ გავიგე, რა ხდებოდა. მე და დონარუმამ კამათი დავიწყეთ, შემდეგ კი მსაჯთან მივედი, რათა დამერწმუნებინა, რომ ყვითელ ბარათს იმსახურებდა. მისი საქციელი ნამდვილად არასპორტული იყო. არ მინდა, ბევრი ვილაპარაკო, საბოლოოდ მოვიგეთ და კარმა არსებობს“, - თქვა ვასილიმ.

შეგახსენებთ, რომ ბოსნიის ნაკრებმა იტალიის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092456