ბერნარდო სილვა „მანჩესტერ სიტის“ მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. კონტრაქტი, რომელიც იწურება, არ გახანგრძლივდება.
ეს ინფორმაცია დაადასტურა პეპ გვარდიოლამაც. 31 წლის პორტუგალიელს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ სად გააგრძელებს კარიერას, ის ჯერ სეზონის ფინიშსა და მსოფლიოს ჩემპიონატზეა კონცენტრირებული.
ბერნარდოს დამატება სურთ, როგორც არაბულ და ამერიკულ, ისე ევროპულ კლუბებს. დასახელდა „ბარსელონას“, „იუვენტუსის“ და „ბენფიკას“ ვარიანტები, რომლებიც მზად არიან ის უფასოდ დაიმატონ.
ბერნარდო სილვა „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობს და დღემდე 450 მატჩში 76 გოლი გაიტანა. მანამდე „მონაკოს“ და „ბენფიკას“ წევრი იყო.





