ფეხბურთი

20:05 | 6.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის 90-90 წუთი: "უოტფორდი" "ჩარლტონს" დაუზავდა

ინგლისის ჩემპიონშიფის 41-ე ტურში „უოტფორდმა“ „ჩარლტონ ატლეტიკს“ უმასპინძლა, რომელსაც დაუზავდა - ფრე 1:1.

მეორე ტაიმის დასაწყისში „ჩარლტონი“ დაწინაურდა, რასაც 75-ე წუთზე ნესტორი ირანკუნდამ უპასუხა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ორივე ქართველმა - გიორგი ჩაკვეტაძემ და საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშეს, საკმაოდ კარგადაც. ჩაკვეტაძეს მეორე ტაიმის დასაწყისში შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია.

გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში გოლი არ გაუტანია და 3 საგოლე პასი მიითვალა, საბა გოგლიჩიძის აქტივში კი 9 თამაშია.

„უოტფორდი“ 57 ქულით მე-10 ადგილზეა და მომდევნო ტურში 11 აპრილს, „ოქსფორდ იუნაიტედს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08652