რუმინეთის ჩემპიონატში „კრაიოვამ“ „კლუჟი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო ანზორ მექვაბიშვილმა გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა 63-ე წუთამდე ითამაშა, 56-ე წუთზე კი შორი მანძილიდან შესანიშნავი დარტყმით გაიტანა და ანგარიში გახსნა. მან ყვითელი ბარათიც მიიღო.
მექვაბიშვილს რუმინეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი მისი მონაგარი 43 შეხვედრაში 3 გოლი და 7 ასისტია.
„კრაიოვა“ საჩემპიონო ჯგუფში 36 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 აპრილს, უშუალო კონკურენტ „უნივერსიტატეა კლუჟს“ შეხვდება, რომელსაც ასევე 36 ქულა აქვს და ლიდერია.







