იტალიის სერია A-ს 30-ე ტური ცენტრალური მატჩით დასრულდა, რომელშიც „ნაპოლიმ“ „მილანი“ დაამარცხა და მეორე ადგილზე გადავიდა.
ახლა, „ინტერის“ მთავარ კონკურენტად არა „მილანი“, არამედ „ნაპოლი“ უნდა მივიჩნიოთ, რომელიც „ნერაძურისთან“ უფრო ახლოსაა.
მატჩი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და ყველაფერი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 79-ე წუთზე მატეო პოლიტანომ გაიტანა - 1:0.
„ნაპოლიმ“ 65 ქულა დააგროვა და „ინტერს“ 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო „მილანს“ 63 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.





