ფეხბურთი

1:34 | 7.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა

ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში „ვილიარეალი“ „ჟირონას“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.

ყველაფერი პაუ ნავაროს ავტოგოლმა გადაწყვიტა, რომელმაც საკუთარი კარი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში დალაშქრა. შემდეგ არაფერი შეცვლილა.

გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა და საგოლე მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა.

მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 6 მიმდინარე წელს) და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 35 შეხვედრაში 11 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. გარდა, ამისა, 1 გოლი ლიგა 1-შიც გაიტანა, რადგან სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "ლიონში" დაიწყო.

„ვილიარეალი“ 58 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 12 აპრილს, „ბილბაოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087198