იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის საშინაო მატჩში „იუვენტუსმა“ „ჯენოა“ 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მესამედან მეორე ადგილზე აინაცვლა.
ტურინული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტისთვის ეს სერია A-ში მე-300 გამარჯვება იყო. სტატისტიკური პორტალის, Opta-ს მონაცემებით, ლიგაში მხოლოდ სამ სპეციალისტს მოუპოვებია მეტი გამარჯვება: ნერეო როკოს (302), მასიმილიანო ალეგრის (320) და ჯოვანი ტრაპატონის (352).
67 წლის მწვრთნელი ადრე წვრთნიდა „ნაპოლის,“ „ინტერს,“ „რომას,“ „უდინეზეს,“ „ანკონას,“ „სამპდორიასა“ და „ემპოლის.“





