მირჩა ლუჩესკუს ვაჟი, რაზვან ლუჩესკუ, მეუღლესთან, ნელისთან და შვილთან, მატეისთან ერთად, საავადმყოფოში 80 წლის მწვრთნელის სანახავად მივიდა. სპეციალისტი გულის მძიმე არითმიის მორიგი შეტევის შემდეგ ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს.
„ეს რთული მომენტია და ყველას ვთხოვ, პატივი სცეს მას. ყველა საჭირო ინფორმაციას სამედიცინო პერსონალი ოფიციალური წყაროებიდან მოგაწვდით“, - ციტირებს რაზვანის სიტყვებს Gazeta Sporturilor.
ექიმების თქმით, ყოფილი მწვრთნელის მდგომარეობა სტაბილური, მაგრამ მძიმეა.
3 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუჩესკუმ მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა. იმ დღეს, ის საავადმყოფოდან უნდა გაეწერათ 29 მარტს, რუმინეთის ნაკრების საწვრთნელ ბანაკში ყოფნის დროს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჰოსპიტალიზაციის შემდეგ.
ასევე, 2 აპრილს, რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა მისი, როგორც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, უფლებამოსილების დასრულების შესახებ.







