ფეხბურთი

13:42 | 7.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი „ნაპოლისთან“ მარცხზე: „ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად კიდევ გვაქვს სამუშაო“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურში „ნაპოლისთან“ 0:1 მარცხზე კომენტარი გააკეთა.

„ამ მატჩში ბევრი საგოლე მომენტი არ იყო, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ერთ მომენტს შეეძლო სიტუაციის შეცვლა. „ნაპოლიმ“ კარგად ისარგებლა ვითარებით, ჩვენი დაცვა თავის პოზიციებზე იყო, მაგრამ გოლი მაინც გავუშვით. მეორე ტაიმში შეტევები უფრო სწრაფად უნდა დაგვესრულებინა, მაგრამ ვყოყმანობდით და მეტოქეს ზეწოლის საშუალება მივეცით.

ვფიქრობ, ნკუნკუმ და ფულკრუგმა კარგად ითამაშეს ნკუნკუმ გუნდისთვის ბევრი იშრომა და რამდენიმე შანსი ჰქონდა. მისნაირ ადამიანს ერთი გოლი მაინც უნდა გაეტანა.

მათ ნახევარზე ბურთი სამჯერ ან ოთხჯერ დავიბრუნეთ, მაგრამ არაზუსტი პასები გავაკეთეთ და ეს უზუსტობა ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში; ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის მიზნის მისაღწევად“, - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.

ამ მატჩის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს ცხრილში მეორე ადგილზე ავიდა, 31 მატჩის შემდეგ 65 ქულით. „მილანი“ მესამე ადგილზეა 63 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164869