ფეხბურთი

15:14 | 7.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ბარნსი სლოტის გუნდიდან გათავისუფლებას ეწინააღმდეგება

„ლივერპულის“ ლეგენდამ ჯონ ბარნსმა მერსისაიდულ კლუბს მოუწოდა, შეინარჩუნონ ნდობა მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის მიმართ.

„ჩვენ პრემიერლიგა არნე სლოტთან ერთად მოვიგეთ და უცებ მისი გაშვება გვინდა? თუ ის წავა, ალონსო მოვა და ვთქვათ, ალონსო პირველი ექვსი თვის ან პირველი წლის განმავლობაში წარუმატებელი აღმოჩნდება. მერე რა? გავათავისუფლებთ მასაც და სხვას მოვიყვანთ? მე ყოველთვის ვუჭერ მხარს მენეჯერებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, რადგან ისინი კლბში წარმატებისთვის მოდიან და კარგი მწვრთნელები არიან. მათ დრო უნდა მიეცეთ“, - ციტირებს ბარნსის სიტყვებს Liverpool Echo.

არნე სლოტი უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში მანჩესტერ სიტისთან 4:0 წაგების შემდეგ. ეს მარცხი კლუბისთვის სეზონში მე-15 იყო.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლივერპულმა“ საგანგებო შეხვედრა გამართა სლოტის მომავლის განსახილველად.

სლოტმა „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა 2024 წელს დაიკავა და გუნდი 2024/25 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგის ტიტულის მოგებამდე მიიყვანა.

„ლივერპული“ ამჟამად ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 49 ქულით მეხუთე ადგილზეა. „წითლები“ ​​ასევე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არიან და ხვალ, 8 აპრილს პარიზში პირველ მატჩში პსჟ-ს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087065