„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ კომენტარი გააკეთა გუნდის უჩვეულო სავარჯიშო სესიაზე. ორშაბათის ვარჯიშის ვიდეოებში ჩანს, რომ მოთამაშეები ოთხკაციან ჯგუფებად იყოფიან, ბურთს თავებს შორის იკავებენ და ცდილობენ მოედანზე გადაადგილებას. კიდევ ერთ სავარჯიშოში, მოთამაშეები ერთმანეთის თითის წვერებში კალმებს იჭერდნენ და ცდილობდნენ ბურთის გადაცემას მოძრაობისას.
„დღევანდელი სავარჯიშო სესიის შემდეგ რამდენიმე ვიდეო გამოჩნდა. ერთ-ერთ მათგანში ჩანს, რომ მოთამაშეებს კალმებს უჭირავთ. რა არის ამის მიზეზი?“
„მჯერა, რომ ვარჯიშს უნდა ჰქონდეს მრავალფეროვანი ელემენტები, რომლებიც დაკავშირებულია იმ გზავნილთან, რომლის გადმოცემაც გვსურს, ასევე იმ კომპრომისებთან და ვალდებულებებთან, რომლებიც ჩვენ შორის არსებობს. ვცდილობ, ეს გზავნილები და ვალდებულებები აშკარა იყოს რაც შეიძლება მეტ სიტუაციაში და ვარჯიში ერთ-ერთი მათგანია. რა იყო კონკრეტულად კალმებით ვარჯიშის მიზანი? ეს გასახდელში დარჩება“, -ციტირებს BBC არტეტას სიტყვებს.







