ბრაზილიურმა კლუბმა „სანტოსმა“ შეიმუშავა სტრატეგია, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი ვარსკვლავი მოთამაშე, ნეიმარი, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, გვამცნობს Globo.
გუნდი ტურნირამდე 14 მატჩს ჩაატარებს და ხელმძღვანელობა აპირებს თავდამსხმელის 13 მატჩში გამოყენებას, მისი ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისად.
გამონაკლისი მხოლოდ ოთხშაბათს იქნება „დეპორტივო კუენკასთან“ მატჩი კოპა სუდამერიკანაზე. დარჩენილ თამაშებში სიტუაცია ინდივიდუალურად შეფასდება, განსაკუთრებული ყურადღებას კი მნიშვნელოვან შეხვედრებზე გაამახვილებენ.
წყარო ასევე იუწყება, რომ ნეიმარი დღეში ორჯერ ინტენსიურად ვარჯიშობს. ფეხბურთის ვარსკვლავის მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა.







