სხვა

16:03 | 7.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის პირველ ტურში დამარცხდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს თასის პირველ ტურში მარცხი განიცადა.

რევაზ ჩომახიძის გუნდი თურქეთის ნაკრებს გაეჯიბრა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში - 16:17 დამარცხდა.

გარდამტეხი იყო მესამე პერიოდი, რომელიც თურქებმა 8:5 მოიგეს და მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს - 8 აპრილს ბრაზილიას, ხოლო 9 აპრილს სლოვენიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096167