ფეხბურთი

16:35 | 7.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილი ლა ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში

სანტანდერის „რასინგის“ ფორვარდი გიორგი გულიაშვილი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 34-ე ტურის სიმბოლურში მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ „რასინგი“ „ანდორასთან“ 2:6 განადგურდა, AS-მა ქართველ ფეხბურთელს შესრულებული დუბლი დაუფასა.

„ქართველმა ფეხბურთელმა ორი იდენტური გოლი გაიტანა. საგოლე პასის ავტორ ანდრეს მარტინთან პოზიციას კარგად ცვლიდა, რომელმაც მას იდეალური პასები გაუკეთა. „რასინგის“ ფეხბურთელი თამაშიდან თამაშამდე უმჯობესდება, თუმცა მისმა გუნდმა „ანდორასთან“ ქულების მოპოვება ვერ შეძლო“, - წერს ცნობილი გამოცემა.

ქართველმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა, დუბლიც „რასინგში“ მეორედ შეასრულა. გიორგი გულიაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

„რასინგი“ ბოლო ოთხ ტურში მესამედ დამარცხდა, თუმცა 62 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს, მომდევნო ტურში კი, 12 აპრილს, კონკურენტ „ალმერიას“ უმასპინძლებს, რომელიც მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092808