ფეხბურთი

17:10 | 7.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი კვარაცხელიაზე, მუნდიალის ფავორიტებზე, "ბაიერნი" - "რეალის" მატჩზე და სხვა...

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა Erem News-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

პსჟ-დან კვარაცხელიას შესაძლო წასვლაზე

„არ მგონია, რომ პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გადასვლის იდეა ამჟამად განიხილება. რაც შეეხება „რეალის“ შესახებ ჭორებს, ეს ყველაფერი მის თამაშზეა დამოკიდებული. თუ ის კვლავ გააგრძელებს ბრწყინვალებას, ნორმალურია, რომ სხვა კლუბები დაინტერესებული იქნებიან. თუმცა, ამ ეტაპზე ის პარიზში ბედნიერია“.

ზიდანი საფრანგეთის ნაკრებში

„ვფიქრობ, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, სავარაუდოდ, ზიდანი მწვრთნელის თანამდებობას დაიკავებ. ვფიქრობ, ის ისტორიის ნაწილია. ის ალბათ ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა და ასევე, ფანტასტიკური სამუშაო გაწია მადრიდის „რეალში“ მწვრთნელის რანგში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს მისნაირი ადამიანი სჭირდება. ის ფეხბურთის ისტორიის ნაწილია და მწვრთნელის რანგშიც ისტორია უნდა დაწეროს“.

დეშამის გამოწვევა მუნდიალზე

„მსოფლიოს ჩემპიონატზე ვფიქრობ, დიდიე დეშამის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება ბალანსის პოვნა საოცარ შეტევასა და, ამავდროულად, გუნდური დაცვის აუცილებლობას შორის“.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები

„ჩემი აზრით, ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ეროვნული ნაკრები ესპანეთია. მათ უზარმაზარი ხარისხი აქვთ და რაც მთავარია, გუნდურად თამაშობენ. ყველა ფეხბურთელი ერთ დონეზე თამაშობს და სწორედ ეს ხდის მათ განსაკუთრებულს. ასევე შემიძლია ვახსენო პორტუგალია, რადგან მათ ფანტასტიკური მოთამაშეები ჰყავთ. ვფიქრობ, რომ ტიტულისთვის ბრძოლა შეიძლება საფრანგეთს, ესპანეთსა და პორტუგალიას შორის იყოს“.

ანჩელოტის ბრაზილია

„კარლოსთან მიმუშავია და ის ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. თუმცა, ბრაზილია ახლა საუკეთესო ფორმაში არ არის. მათ ისეთი ტალანტები არ ჰყავთ, როგორიც ადრე, როდესაც ჰყავდათ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ნეიმარი, რონალდინიო, რონალდო, ლაკა და ბებეტო. სწორედ ამიტომ არ მივიჩნევ მათ გამარჯვების მთავარ პრეტენდენტებს შორის“.

მბაპეს კრიტიკა

„როდესაც საქმეები კარგად არ მიდის, კრიტიკა ყოველთვის უფრო მკაცრია. და თუ გულშემატკივრები მბაპეს აკრიტიკებენ, მათ ამის უფლება აქვთ. მაგრამ, მეორეს მხრივ, „რეალი“ მასთან ერთად ისეთივე არ არის, როგორც მის გარეშე, ამიტომ უმჯობესია მისი მხარდაჭერა, რადგან ეს გუნდს აძლიერებს“.

„რეალი“ – „ბაიერნის“ მატჩებზე

„მიუნხენში ჩემი ყოფნის დროს „რეალს“ ბევრჯერ შევხვდით. ვფიქრობ, რომ მეტი მატჩი მოვიგეთ, ვიდრე წავაგეთ. თუმცა, „რეალი“ ალბათ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, ან სულ მცირე, ყველაზე ცნობილი. ამიტომ, მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. იმედი მაქვს, რომ ორ დიდ გუნდს შორის ეს მეოთხედფინალური დაპირისპირება ფანტასტიკური იქნება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ „ბაიერნი“ გაიმარჯვებს“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159337